აქციები და სპეციალური შეთავაზებები

წელიწადში რამდენჯერმე გვაქვს ფასდაკლებები კურსებსა და წევრობებზე. რომ არაფერი გამოგრჩეთ, გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: Instagram, Facebook, Twitter, YouTube, Discord. 😉

გაიარეთ გამოკითხვა და მიიღეთ 5$-იანი სასაჩუქრე სერტიფიკატი

გაიარეთ ეს მარტივი გამოკითხვა და დაგვეხმარეთ განვითარების სწორი სტრატეგიის არჩევაში. გამოკითხვის შევსებას 5-6 წუთი დასჭირდება.

მადლობის ნიშნად ყველა, ვინც გამოკითხვას შეავსებს, მიიღებს 5$-იან სასაჩუქრე სერტიფიკატს. 🙌‍

მოუყევით მეგობრებს Go Magic-ის შესახებ და მიიღეთ საჩუქარი

ურჩიეთ Go Magic თქვენს სოციალურ ქსელში ან დაწერეთ მიმოხილვა რომელიმე ფორუმზე/ვებსაიტზე და შეგიძლიათ მიიღოთ 10–50$-იანი სასაჩუქრე სერტიფიკატი.

ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება თქვენი პოსტების ხარისხითა და აუდიტორიის მოცვით.

თქვენი პოსტი უნდა შეიცავდეს:

  1. ბმულს https://gomagic.org/ka,
  2. ფოტოს ან ვიდეოს,
  3. პოსტის ტექსტი კი არანაკლებ 5 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

სულაც არაა საჭირო, თქვენი პუბლიკაცია ჩვენს პროექტს აქებდეს; ის შეიძლება კონსტრუქციულ კრიტიკასაც შეიცავდეს.

პოსტისთვის ფოტოებს შემდეგ არქივში იპოვით: gomagic_photos.zip
Go Magic-ის ლოგოები: gomagic_logos.zip

გთხოვთ, თქვენი პოსტების ბმულები გამოგვიგზავნოთ მხარდაჭერის ჩატში (დააჭირეთ ღილაკს „Any questions?“ ქვედა მარჯვენა კუთხეში). შევამოწმებთ და 2-3 სამუშაო დღეში გიპასუხებთ.

მოიყვანეთ მეგობარი!

სარეკომენდაციო პროგრამა პერსონალური ბმულებით ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს (დააჭირეთ ღილაკს Any questions? ქვედა მარჯვენა კუთხეში) და ყოველი მოყვანილი მეგობრისთვის $30-იან სასაჩუქრე სერტიფიკატს მოგცემთ.

თქვენს მეგობარს ჩვენს საიტზე სულ მცირე ერთი შენაძენი მაინც უნდა ჰქონდეს გაკეთებული.

გთხოვთ, შეტყობინებაში მიუთითოთ მეგობრის მონაცემები: მომხმარებლის სახელი/ელფოსტა, მოწვევის თარიღი.

Discord-ის ბონუსები

შემოგვიერთდით Discord სერვერზე, ისაუბრეთ გოზე, გაერთეთ და მიიღეთ უფასო ბონუსები. დეტალები არხზე #server-ranking.

დააგროვეთ მონეტები და მიიღეთ ფასდაკლება

ამოცანების ამოხსნისა და კურსების დასრულებისთვის იღებთ მონეტებს, რომლებიც მოგვიანებით შეგიძლიათ ფასდაკლებებზე გაცვალოთ ჯადოსნურ მაღაზიაში.

განსაკუთრებული ფასდაკლებები

თუ სტუდენტი ან პენსიონერი ხართ, დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან ხართ ან დაბალი ხელფასების ქვეყანაში ცხოვრობთ, უყოყმანოდ დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს (დააჭირეთ ღილაკს Any questions? ქვედა მარჯვენა კუთხეში) და განვიხილავთ, შევძლებთ თუ არა თქვენთვის ფასდაკლების შეთავაზებას.

გადახდის ნაწილებად დაყოფა

თუ წევრობის საფასურის ერთიანად გადახდა არ შეგიძლიათ და თქვენი ჯამური თანხა $150 ან მეტია, შეგიძლიათ გადახდა დაყოთ მცირე ნაწილებად. უბრალოდ, გადახდის მეთოდად აირჩიეთ საბანკო გადარიცხვა. მიიღებთ წერილს ინსტრუქციებით — უპასუხეთ და შეგვატყობინეთ, რომ გადახდის ნაწილებად დაყოფა გსურთ, სასურველი შენატანის ოდენობისა და ვადის მითითებით (მაქსიმუმ 6 თვე).