ვოლონტიორული პროგრამა

გამარჯობა! ძალიან გვიხარია, რომ გვიერთდებით ჩვენს მისიაში — შევქმნათ მაღალი ხარისხის უფასო სასწავლო მასალები. ჩვენს პლატფორმაზე უამრავი რესურსია მთელი მსოფლიოს მოსწავლეებისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ კიდევ უკეთესი გავხადოთ, დახმარება გვჭირდება. თქვენი დროისა და უნარების ვოლონტიორულად გაზიარებით დაგვეხმარებით საინტერესო და ღირებული მასალის შექმნაში. სამაგიეროდ, მადლიერების ნიშნად გთავაზობთ Go Magic-ის მაღაზიის კრედიტებს, რომლებითაც შეგიძლიათ პრემიუმ წევრობა შეიძინოთ ან გაახანგრძლივოთ, ან კურსები იყიდოთ ჩვენს პლატფორმაზე.

ვინ გვჭირდება 

ვეძებთ ენთუზიასტ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მასალის შექმნაში დაგვეხმარებიან. გაითვალისწინეთ: ყველა გამოგზავნილ მასალას ჩვენი გუნდი შეამოწმებს, რომ ის ჩვენს ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

Discord-ის საზოგადოების მენეჯერები და მოდერატორები

  • როგორ დაგვეხმარებით: მოიფიქრეთ და შეადგინეთ გასართობი ღონისძიებების, დისკუსიებისა და სხვა აქტივობების სია, რომ მომხმარებლები უფრო აქტიურები იყვნენ და საზოგადოება ცოცხალი გახდეს.
  • ჯილდო: Magic-წევრობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ გვეხმარებით

კოპირაითერები

  • როგორ დაგვეხმარებით: დაწერეთ ინფორმატიული და საინტერესო სტატიები გოს თემებზე.
  • ჯილდო: 50$-150$ Go Magic-ის მაღაზიის კრედიტი თითო სტატიაზე, მოცულობისა და ხარისხის მიხედვით

მთარგმნელები და კორექტორები

  • როგორ დაგვეხმარებით: თარგმნეთ ჩვენი კურსები და სხვა მასალები თქვენს მშობლიურ ენაზე.
  • ჯილდო: თარგმანი — 200 სიტყვა = 2$-მდე მაღაზიის კრედიტი; კორექტურა — 500 სიტყვა = 2$-მდე მაღაზიის კრედიტი. დაწვრილებით აქ.

სოციალური ქსელების პოსტების ავტორები

  • როგორ დაგვეხმარებით: შექმენით პოსტები აზიისა და ევროპის გო-სიახლეებზე, სახალისო და სხვა საინტერესო მასალა.
  • ჯილდო: 10$-50$ მაღაზიის კრედიტი თითო პოსტზე, ხარისხისა და თემის მიხედვით 

ფოტოებისა და ილუსტრაციების ავტორები

  • როგორ დაგვეხმარებით: მოგვაწოდეთ მაღალი ხარისხის ფოტოები და გამოსახულებები ჩვენი სტატიების, კურსების ან სუვენირებისთვის.
  • ჯილდო: 50$-მდე მაღაზიის კრედიტი თითო ორიგინალურ ილუსტრაციაზე, ხარისხის მიხედვით

TikTok-ვიდეოების ავტორები

  • როგორ დაგვეხმარებით: შექმენით მოკლე, საინტერესო ვიდეოები — ძირითადად გასართობი.
  • ჯილდო: 100$-მდე მაღაზიის კრედიტი თითო ვიდეოზე, ხარისხის მიხედვით

გოს ამოცანების შემდგენლები

  • როგორ დაგვეხმარებით: შექმენით ახალი გოს ამოცანები და დაეხმარეთ ჩვენს მთავარ შემდგენელს.
  • ჯილდო: 3$-მდე მაღაზიის კრედიტი თითო ამოცანაზე.

Go Magic League-ის ასისტენტი

  • როგორ დაგვეხმარებით: დაგვეხმარეთ, რომ ჩვენი ლიგა წარმატებული იყოს: მისი პოპულარიზაციითა და/ან პარტიების გარჩევით.
  • ჯილდო: Magic-წევრობა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ გვეხმარებით

QA ინჟინერი (პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი)

  • როგორ დაგვეხმარებით: შეამოწმეთ ჩვენი პროდუქტების პროგრამული მხარე, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდეს, და აღმოაჩინეთ ხარვეზები.
  • ჯილდო: 50$-მდე მაღაზიის კრედიტი თითო დავალებაზე

სამომავლოდ: ამჟამად ეს მიმართულებებია ღია, მაგრამ მომავალში ახალიც შეიძლება გაჩნდეს. თუ გსურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მაგრამ ახლა თქვენს უნარებზე მორგებულ როლს ვერ ხედავთ, უბრალოდ მოგვწერეთ. ყოველთვის სიხარულით ვეცნობით ნიჭიერ ადამიანებს, ვისაც ჩვენსავით უყვარს გო!

რას მოველით

გინახავთ, რა ხარისხისაა ჩვენი დღევანდელი მასალები? თუ გგონიათ, რომ ამ დონეს მიაღწევთ ან გადააჭარბებთ, სიხარულით მიგიღებთ პროგრამაში. თქვენი შემოქმედებითობა და ენთუზიაზმი დაგვეხმარება, რომ მომხმარებლებს კვლავ საუკეთესო რესურსები შევთავაზოთ.

ჯილდო

ვოლონტიორობისთვის ანაზღაურებას არ ვიხდით, სამაგიეროდ თქვენს წვლილს მაღაზიის კრედიტებით ვაჯილდოებთ. გაითვალისწინეთ: ეს არის საჩუქარი ვოლონტიორული შრომისთვის და არა ანაზღაურება

მაღაზიის კრედიტის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ძალისხმევას ჩადებთ და რა ხარისხის მასალას შექმნით. კრედიტები ფასდაკლებების დროსაც მოქმედებს და ჩვენს პლატფორმაზე რეალურ ფულს ანაცვლებს. შეგიძლიათ თავად გამოიყენოთ ან მეგობარს გაუზიაროთ. 

გარდა ამისა, ვინც სტაბილურად და მაღალი ხარისხით გვეხმარება, შეიძლება განსაკუთრებული ჯილდოც მიიღოს — მაგალითად, პარტია ჩვენს ერთ-ერთ დამფუძნებელთან ან უფასო ინდივიდუალური გაკვეთილი ვადიმისგან.

შეგიძლიათ ვოლონტიორობა საჩუქრების გარეშეც, თუ უბრალოდ გსურთ ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა და საკუთარი ნიჭის გაზიარება

როგორ ჩაერთოთ

შეავსეთ ეს ფორმა

ლოკალიზაციისთვის ცალკე ფორმა გვაქვს

დაგიკავშირდებით, როგორც კი თქვენი დახმარება დაგვჭირდება. გმადლობთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში წვლილის შეტანაზე ფიქრობთ! 

თუ ვოლონტიორობის ნაცვლად ანაზღაურებადი სამუშაო გაინტერესებთ, ეწვიეთ ვაკანსიების გვერდს.

ხშირი კითხვები

რატომ გჭირდებათ ვოლონტიორები? თქვენ ხომ კომერციული პროექტი ხართ!
ჩვენ მართლაც ვქმნით და მომავალშიც შევქმნით უამრავ უფასო მასალას. თუმცა პატარა ბიზნესი ვართ და რესურსები შეზღუდული გვაქვს. ჩვენი მიზანი მხოლოდ შემოსავალი არ არის — გვინდა, გო მთელ მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდეს. საზოგადოების წევრების ნიჭისა და წვლილის წყალობით უფრო ფართო აუდიტორიას მივწვდებით და ამ მისიას უკეთ შევასრულებთ. ვოლონტიორული პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ჩვენ ვფარავთ და მადლიერების ნიშნად მაღაზიის კრედიტებს გთავაზობთ.

გამოიყენებთ ჩემს მასალას ფასიან პროდუქტებში?
შესაძლოა თქვენი მასალა ჩვენს კურსებში გამოვიყენოთ, მაგრამ მისი უმეტესი ნაწილი ყველასთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

მომიხსენიებთ?
რა თქმა უნდა — თუ მასალის ფორმატი იძლევა საშუალებას, აუცილებლად მოგიხსენიებთ.

მე თქვენზე უკეთეს მასალას შევქმნი. ამ შემთხვევაში გუნდში მიმიწვევთ?
თუ დაგვანახებთ, რომ ხარისხიან მასალას სტაბილურად ქმნით, შესაძლოა მაღაზიის კრედიტების ნაცვლად რეალური ანაზღაურება შემოგთავაზოთ.

შემიძლია ჯილდოდ მიღებული მაღაზიის კრედიტები ფასდაკლებების დროს გამოვიყენო?
დიახ, შეგიძლიათ.

შემიძლია რამდენიმე მიმართულება გავაერთიანო, რომ მეტი კრედიტი მივიღო?
დიახ, შეგიძლიათ იმდენი მიმართულება აირჩიოთ, რამდენიც გსურთ, და მეტი კრედიტი დააგროვოთ.

შემიძლია მაღაზიის კრედიტი რამდენიმე შენაძენზე გავანაწილო?
დიახ, შეგიძლიათ.

რა ვქნა, თუ მასალის შესაქმნელად საჭირო ხელსაწყოები ან რესურსები არ მაქვს?
თუ კონკრეტული ხელსაწყოები ან მასალები გჭირდებათ, გვაცნობეთ. მაქსიმალურად შევეცდებით, გაგიმარტივოთ საქმე და საჭირო მხარდაჭერა მოგცეთ.

რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო დავალება?
ნუ იჩქარებთ. ხარისხი სისწრაფეზე უფრო მნიშვნელოვანია, ამიტომ იმუშავეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით და ყურადღება ზუსტ, კარგად გამართულ მასალაზე გაამახვილეთ.

თქვენი დროითა და უნარებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ იმაში, რომ მთელი მსოფლიოს მოსწავლეებმა ღირებულ ცოდნასა და უნარებზე მიუწვდებოდეთ ხელი. გმადლობთ ინტერესისა და მხარდაჭერისთვის!

კიდევ მაქვს კითხვა
დაგვიკავშირდით: [email protected]