ჩვენ შესახებ

Go Magic 2019 წლიდან დამოუკიდებელი პროექტია. ის თბილისიდან იმართება, პლატფორმის განვითარებაში კი ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის ადამიანები მონაწილეობენ. გო ერთმანეთს აახლოებს ადამიანებს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ. ისეთივე ღია უნდა იყოს ადგილიც, სადაც გოს სწავლობენ — ყველასთვის ხელმისაწვდომი.

Go Magic-ს ფლობს და მართავს ანტონ პროსკურინი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე (საიდენტიფიკაციო ნომერი 345622472). გადახდების დამუშავებას უზრუნველყოფს Paddle.com Market Ltd, რომელიც ოფიციალური გამყიდველია (merchant of record).

დამფუძნებელი

ანტონ პროსკურინი გოს 2005 წლიდან თამაშობს და EGF-ის 2 დანია.

2015 წელს ანტონმა გოს სკოლა გახსნა. ოთხი წლის შემდეგ სკოლა Go Magic-ად გადაიზარდა: იდეა იგივე დარჩა, ოღონდ ახლა ონლაინია და ყველასთვის ღია. გოს სწავლების ხარისხს საცხოვრებელი ადგილი არ უნდა განსაზღვრავდეს.

2021 წლიდან თბილისში ცხოვრობს. განათლებით მუსიკოსი და პროგრამისტია, მოწოდებით — მასწავლებელი, მეწარმე და ფოტოგრაფი. უცნაური ნაკრებია მანამ, სანამ ცხრა წლის ბავშვს ჯოსეკს არ აუხსნის. შემდეგ კი ყველაფერი გამოადგება.

ჩვენი გუნდი

Go Magic-ს ქმნიან ავტორები, რედაქტორები, ამოცანების შემდგენლები, კოპირაიტერები და საზოგადოების მოდერატორები ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. პლატფორმა კი მოხალისე მთარგმნელების წყალობით რამდენიმე ენაზე ფუნქციონირებს.

  • მეთიუ მაკკი იაპონია
    მეთიუ მაკკი გოს ისტორიაზე წერს
  • ვადიმ ეფიმენკო ვიეტნამი
    ვადიმ ეფიმენკო კურსებს გეგმავს და ქმნის
  • ნგუენ ნამ ჰოანგი ვიეტნამი
    ნგუენ ნამ ჰოანგი გოს ამოცანებს ადგენს
  • სტანისლავ ფრეილაკი პოლონეთი
    სტანისლავ ფრეილაკი მაღალი დონის კურსებს იღებს
  • პიეტრო სიმონინი იტალია
    პიეტრო სიმონინი Go Magic-ის ლიგას უძღვება
  • ანტონ როჩევი სერბეთი
    ანტონ როჩევი თარგმანებს კურირებს
  • მიხაილ ბორმინი ვიეტნამი
    მიხაილ ბორმინი ვიდეოებს ამონტაჟებს
  • ჯინა საქართველო
    ჯინა გადაღებებზე განწყობას ქმნის

Go Magic დამოუკიდებელ სპეციალისტებთან და საზოგადოების მოხალისეებთან თანამშრომლობს. მიმდინარე ვაკანსიები იხილეთ გვერდზე gomagic.org/jobs, მოხალისეობის შესაძლებლობები კი — gomagic.org/volunteer-program.

მოგვწერეთ

ყველაზე ცხარე დისკუსიები ჩვენს Discord სერვერზე მიმდინარეობს. დაგვიკავშირდით საიტის ჩატითაც ან ელფოსტით: [email protected].