Go Magic პრემიუმი

✅ თანხის დაბრუნების 30-დღიანი გარანტია
💰 $150-ზე მეტი ღირებულების შეკვეთა ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
👨‍👩‍👧 საოჯახო ფასდაკლება: მესამე წევრობიდან — ნახევარ ფასად


ხშირად დასმული კითხვები

შემიძლია თანხის დაბრუნება, თუ რამე არ მომეწონება?

დიახ, თანხას სრულად ვაბრუნებთ 30 დღის განმავლობაში. უბრალოდ მოგვწერეთ ონლაინ ჩატში ან გამოგვიგზავნეთ წერილი მისამართზე [email protected].

ჩემთვის ცოტა ძვირია. შემიძლია ფასდაკლების მიღება?

თუ სტუდენტი ან პენსიონერი ხართ, დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან ხართ ან დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანაში ცხოვრობთ, უყოყმანოდ დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს და ფასდაკლების შემოთავაზებას განვიხილავთ.

შემიძლია გადახდის ნაწილებად დაყოფა?

თუ წევრობის საფასურის ერთიანად გადახდა არ შეგიძლიათ და თქვენი ჯამური თანხა $150 ან მეტია, შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ გადაიხადოთ, მცირე შენატანებად. უბრალოდ გადახდის მეთოდად აირჩიეთ საბანკო გადარიცხვა. მიიღებთ წერილს ინსტრუქციებით — პასუხად შეგვატყობინეთ, რომ გადახდის დაყოფა გსურთ, და მიუთითეთ შენატანების სასურველი ოდენობა და ვადა (მაქსიმუმ 6 თვე).

გაქვთ საოჯახო ფასდაკლება?

დიახ! თუ შეიძენთ ორ Gold ან Magic წევრობას, იმავე ხანგრძლივობის კიდევ სამ წევრობამდე შეგიძლიათ მიიღოთ 50%-იანი ფასდაკლებით — იდეალურია ოჯახთან ან მეგობრებთან გასაზიარებლად.
შეთავაზების მისაღებად შეიძინეთ ორი Gold ან Magic გამოწერა, შემდეგ კი მხარდაჭერის ჩატით გამოგვიგზავნეთ შეკვეთის ნომრები ან შესყიდვისას გამოყენებული ელფოსტის მისამართები — უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს „კითხვები გაქვთ?“ ქვედა მარჯვენა კუთხეში და ჩვენ გამოგიგზავნით 50%-იანი ფასდაკლების კუპონს.
გაითვალისწინეთ: შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ წევრობებზე, რომლებიც სრული ფასით არის შეძენილი (სხვა ფასდაკლებების გარეშე).

მაქვს აქტივაციის კოდი ან სასაჩუქრე სერტიფიკატი. როგორ გამოვიყენო?

თუ გაქვთ კუპონი ან სასაჩუქრე სერტიფიკატი, რომელიც შესაძლოა ტურნირზე პრიზად მიგეღოთ, უბრალოდ დაიწყეთ შესყიდვა და შეიყვანეთ კოდი შეკვეთის გაფორმების გვერდზე.

თუ წევრობა პლატფორმის ოფიციალურ გაშვებამდე გადავადების ოფციით შეიძინეთ, აქტივაციის კოდი უნდა შეიყვანოთ ამ სპეციალურ გვერდზე.

შემიძლია წევრობის გაუმჯობესება?

დიახ, წევრობის გაუმჯობესება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ტექნიკურად უბრალოდ ახალ წევრობას შეიძენთ, სისტემა კი ავტომატურად გამოთვლის ფასდაკლებას მიმდინარე წევრობის გამოუყენებელი დღეებისთვის.

რა მოუვა ჩემს კურსებს წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ?

წვდომას მხოლოდ იმ კურსებზე დაკარგავთ, რომლებიც წევრობით მიიღეთ. ცალკე შეძენილი კურსები კი სამუდამოდ ხელმისაწვდომი დაგრჩებათ.

მექნება თუ არა წვდომა იმ კურსებზე, რომლებიც წევრობის შეძენის შემდეგ გამოვა?

დიახ, ყველა მომავალი კურსი და პრემიუმ მასალა, რომელიც წევრობით სარგებლობის პერიოდში გამოვა, თქვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.

რა პრინციპით ენიჭება კურსებს Silver, Gold და Magic დონეები?

კურსის დონე ორი პარამეტრით განისაზღვრება: სირთულითა და სიახლით. რაც უფრო ახალი და რთულია კურსი, მით უფრო მაღალია მისი დონე და ფასი.

რა პრემიუმ მასალები არსებობს?

პლატფორმა მუდმივად იზრდება და მომავალში გამოჩნდება სხვადასხვა პრემიუმ ხელსაწყო და მასალა: ჯოსეკის თანამედროვე ბაზა, პროფესიონალთა პარტიების ბაზაში ძიება, ამოცანების კრებულები და სხვა. ამ ხელსაწყოების შესახებ ინფორმაციას მათი გამოშვებისთანავე დავამატებთ.

შეიძლება ფასები და პირობები შეიცვალოს?

დიახ, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომავალში შევცვალოთ ფასები და პირობები. თუმცა წევრობის შესაძლებლობების რაოდენობა მუდმივად გაიზრდება, რადგან ჩვენს საიტზე ახალი ხელსაწყოები გამოჩნდება.

შემიძლია წევრობის ავტომატური განახლების ჩართვა?

სამწუხაროდ, ტექნიკური მიზეზების გამო ეს ამჟამად შეუძლებელია. წევრობის განახლება მხოლოდ ხელით არის შესაძლებელი.

ჩემი კითხვა ამ სიაში არ არის. რა ვქნა?

მოგვწერეთ საიტზე ან Discord-ში. სიამოვნებით დაგეხმარებით.