მემო

გადაღებამდე

  • შეამოწმეთ ყველა პარამეტრი (FPS, ჩამკეტის სიჩქარე, დიაფრაგმა, ISO, თეთრის ბალანსი, ფოკუსი).
  • გამორთეთ განათების ყველა ზედმეტი წყარო (მაგ., ოთახის ნათურები).
  • ამოიღეთ კადრიდან ყველა ზედმეტი საგანი (მაგ., სადენები, C-სადგამები და ა.შ.).
  • დარწმუნდით, რომ ხმა იწერება და კამერები ჰორიზონტალურადაა გასწორებული.
  • დარწმუნდით, რომ მეხსიერების ბარათზე საკმარისი ადგილია.
  • გადაიღეთ მოკლე სატესტო ვიდეო.
  • გაიარეთ გაკვეთილის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ გადაღება. შესაძლოა დაგჭირდეთ რეპეტიცია კამერით ან მის გარეშე.

გადაღების დროს

  • გადაღების დასაწყისში, თუ ფერთა ეტალონი გაქვთ, გთხოვთ, აჩვენოთ ის თითოეულ კამერას.
  • ვიდეოს დასაწყისში თქვით გაკვეთილის ნომერი და სხვა საჭირო ინფორმაცია. ეს გააადვილებს საჭირო ვიდეოს მოძებნას მოგვიანებით.
  • თითოეული დუბლის დასაწყისსა და ბოლოს გთხოვთ, 3-5 წამის განმავლობაში ჩუმად შეხედოთ კამერას. ეს საშუალებას მოგვცემს, ვიდეოს ნაწილები შეუმჩნევლად შევაერთოთ.
  • კამერაში თქვით ყველაფერი, რასაც სწორი მონტაჟისთვის საჭიროდ მიიჩნევთ.
  • ეცადეთ, ზედმეტი ჟესტიკულაცია აირიდოთ, როცა დაფაზე პოზიციებს აჩვენებთ.
  • მთელი გაკვეთილის ერთ დუბლში გადაღება სავალდებულო არ არის. თუ რამე არ გამოვიდა, ყოველთვის შეგიძლიათ ის ნაწილი თავიდან გადაიღოთ, ოღონდ აუცილებლად გვითხარით ამის შესახებ კამერაზე.
  • არ დაგავიწყდეთ გაღიმება და კამერაში ყურება 🙂

გადაღების შემდეგ

  • გამოგვიგზავნეთ ყველა ფაილი ორიგინალ ფორმატში. არაფრის დამუშავება, მოჭრა ან შეკუმშვა არ გჭირდებათ.
  • შეინახეთ ყველა ფაილი იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენი მყარი დისკი მოგცემთ საშუალებას. ყოველი შემთხვევისთვის.

კურსის შექმნის სახელმძღვანელო
როგორ გადავიღოთ კურსი ნამდვილი დაფით
როგორ გავაკეთოთ კარგი სკრინკასტი
კურსის შედგენა
მემო კურსების ავტორებისთვის (თქვენ აქ ხართ)