კაკარი

იაპონური: Kakari 掛かりკორეული: Geolchim 걸침ჩინური: Guà jiǎo 挂角 (掛角)ინგლისური: Corner approach

მნიშვნელობა: ★☆☆

მიახლოება კუთხეში

კაკარი მოწინააღმდეგის კუთხის ქვასთან მიახლოების სვლაა. მისი მიზანია, ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს ტერიტორიის დასაკუთრებაში და ამავე დროს გაზარდოს საკუთარი გავლენა. სიტყვა კაკარი იაპონურიდან ითარგმნება როგორც „ჩამოკიდება“ ან „მიკვრა“ და აღწერს მოწინააღმდეგის კუთხურ აგებულებასთან მიახლოებასა და მასთან შერკინებას.

კაკარის მთავარი დანიშნულებაა, ხელი შეუშალოს მოწინააღმდეგეს კუთხის ადვილად დახურვაში (შიმარი). დაფაზე არსებული პოზიციისა და სტრატეგიის მიხედვით მოთამაშეს კაკარის რამდენიმე სახე აქვს ასარჩევი:

  • ერთპუნქტიანი დაბალი მიახლოება (კეიმა-კაკარი) – ინარჩუნებს წონასწორობას მდგრადობასა და მოქნილობას შორის.
  • ერთპუნქტიანი მაღალი მიახლოება – ბაზის შექმნას კი არა, გარეთა გავლენას ანიჭებს უპირატესობას.
  • ორპუნქტიანი დაბალი მიახლოება (ოგეიმა-კაკარი) – ზრდის გავლენას და ინარჩუნებს კავშირს.
  • ორპუნქტიანი მაღალი მიახლოება – ბრძოლისკენ უბიძგებს და ცენტრზე კონტროლს აყენებს წინა პლანზე.

კარგად დადგმულმა კაკარიმ შეიძლება რთულ ვარიანტებამდე მიგვიყვანოს — ხშირად ჯოსეკის მიმდევრობებამდე, სადაც ორივე მოთამაშე კუთხეში ტერიტორიას, გავლენასა და მდგრადობას ინაწილებს.

კუთხესთან მიახლოებების შესახებ მეტი რომ გაიგოთ, ნახეთ გაკვეთილი რა ვქნათ, თუ მოწინააღმდეგე პირველი შემოგვიტევს? ჩვენი 19×19 კურსიდან.